სოფელ ღანირის მოსახლეობამ ჯეოსელს ანძის დასაშლელად სამი დღე მისცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის მოსახლეობამ სოფელში განთავსებული კომპანია "ჯეოსელი"-ს ანძის დაშლის მოთხოვნით დღეს მორიგი აქცია გამართა. აქციის მონაწილეები "ჯეოსელი"-ს წარმომადგენლებს 4 საათის განმავლობაში ელოდნენ. მათ გამოჩენას ადგილობრივების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვითარება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არ გადაზრდილა. აქციის მონაწილეების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, კომპანია "ჯეოსელი"-ს წარმომადგენლებმა ანძის დასაშლელად სამი დღე ითხოვეს. პარალელურად, მოსახლეობამ საკითხის შესწავლის თხოვნით გარემოს დაცვის სამინიტროსა და პარლამენტის აპარატს მიმართა. მოსახლეობის თქმით, მათ თან აქვთ ეკოლოგის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ანძისგან წამოსული გამოსხივება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე, აზიანებს სოფელში გარემოს.
სოფო მანჯგალაძე
სოფო მანჯგალაძე