Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ცდილობს ქუთაისის მერია ქალაქში ტურისტების მოზიდვას?

თარიღი : 21-08-2015, 16:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურმა ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრა გამართა. 2015 წელს ტურიზმის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები ტუროპერატორებს სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა გააცნეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მყოფ დაახლოებით 8-მდე ტუროპერატორს ქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ტურიზმის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობისა და ქალაქის მერიაში შესაბამისი იდეების მიწოდებისაკენ მოუწოდეს.

ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის გარდა, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა რაც ქუთაისის მერიამ ქალაქში ტურიზმის ხელშეწყობისათვის უკვე განახორციელა და სამომავლოდ გეგმავს.

"ადგილობრივი თვითმმართველობა მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში, სადაც წარმოდგენილია სტენდი თავისი საინფორმაციო მასალით. წარმატებული აღმოჩნდა ინფოტური უკრაინული მედიისა და საინფორმაციო სააგენტოებისათვის. ქუთაისის ტურისტული პოტენციალის ამსახველი გამოფენა გაიხსნა ჟულიენის აეროპორტში. კიევში, საქართველოს საელჩოში გვქონდა ქუთაისის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია. სრულად აღვწერეთ ქალაქში არსებული ყველა ტურისტული ბიზნესი. ამჟამად კონკურსი გვაქვს გამოცხადებული ქუთაისის ტურისტული ფოტოების, ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად. ვაკეთებთ ტურისტულ ვებ-გვერდს, სადაც განთავსებული იქნება ყველა ის აქტივობა, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქში ტურიზმის ხელშეწყობისათვის განახორციელა. ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდება ტურისტული ობიექტების მიმანიშნებელი 15-მდე ფირნიში. ასევე, ქალაქში განთავსდება დიდი ზომის ტურისტული რუკები," - ამბობს პაატა კლდიაშვილი.


ნანახია: 2522-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრეზენტაციაზე უკრაინული მედიის წარმომადგენლები და წამყვანი ტურისტული კომპანიები იყვნენ მიწვეული.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების
გამოფენაზე ქალაქ ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალი საგამოფენო სტენდით არის წარმოდგენილი.
კონკურსში მონაწილეობა და ხმის მიცემა www.kutaisi.gov.ge-ზე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები წელიწადში რამდენჯერმე, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯით, საერთაშორისო

ამინდი