Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საშიში გზები საქართველოში

თარიღი : 21-08-2015, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გზების მშენებლობის პროცესში და მათი ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ უსაფრთხოების სტანდარტების შესრულების მიმართ სერიოზული ეჭვები ჩნდება.

ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს–ში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მიზეზების შესახებ გამოძიების დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია. იყო თუ არა ავარიის გამომწვევი ერთერთი მიზეზი გზაზე უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობა. თუმცა ეს შემთხვევა კიდევ ერთი მიზეზია, რომ გზების დეპარტამენტმა მეტი ყურადღება დაუთმოს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს.

უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობის გამო უბედური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ჟინვალის გზაზეც მოხდა, სადაც კლდიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა 10 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, შესაბამის უწყებებს დროულად რომ გაეწმინდათ ეს მონაკვეთი, ან თავად კლდე ყოფილიყო აღჭურვილი დამცავი ბადეებით. მათი თქმით, კლდის ხელოვნური ჩამოშლის შემთხვევაში ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

ადგილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. იქ მყოფი სპეციალისტები ამბობენ, რომ კლდის ფერდები გასასუფთავებელია, რადგან ქვები დაძრულია და მსგავსი შემთხვევა მომავალშიც შეიძლება მოხდეს.

ადგილობრივი მოსახლეობა კი წუხს, რომ მსგავსი შემთხვევები ადრეც ფიქსირდებოდა, თუმცა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა საკუთარ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს, უბრალოდ, უბედური შემთხვევა იყო.

მეტიც – მათი თქმით, სამუშაოების ჩატარების პერიოდში საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა არ ითვალისწინებდა და არაა შესაძლებელი სრულყოფილად იქნას გამოვლენილი სად რა დაზიანებებია ამ კლდეებზე.

როგორც უწყების განცხადებიდან ირკვევა, კანონი მათ საგზაო სამუშაოების არეალში საშიში ზომების გამოვლენასა და შესაბამისი ზომების მიღებას არ ავალდებულებს.

პასუხისმგებლობას იცილებს ადგილობრივი ხელისუფლება – მათი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა გზების დეპარტამენტს აკისრია.

ცალკე თემაა მძღოლების მიერ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, რაც საპატრულო პოლიციის მხრიდან უყურადღებოდ რჩება.შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირად მძიმე ავარიების მხოლოდ დამფიქსირებლის როლში გამოდის და პრობლემის კომპლექსურად მიდგომა არ ჩანს.

სპეციალისტები ხელისუფლებას ორივე მიმართულებით შესაბამისი ზომების გატარებას ურჩევენ – საპატრულო პოლიციას მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებენ, გზების დეპარტამენტს კი უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – "დედამიწის მეგობრები" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ კლდეების ბადეებით უზრუნველყოფა ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, პრევენციისთვის არსებობს სხვა, უფრო იაფიანი გზებიც. ესენია: ჯებირები და ტერასირება, რომლებიც აჩერებენ და ანელებენ ქვაცვენას.

ჩხობაძე აცხადებს, რომ დღეს ამ პრობლემას ქვეყანაში სათანადო ყურადღება არ ექცევა. მუნიციპალური სამსახურები გარემოს დაცვის სააგენტოდან იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად არის მეწყერსაშიში ზონები. შედეგად, პრევენციულ ღონისძიებებზე ადგილობრივ ბიუჯეტებში გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი სახსრები.

მისივე ინფორმაციით, როგორც წესი, რეაგირება მხოლოდ შემთხვევის დადგომის შემდეგ ხდება ხოლმე, რაც ძალიან ცუდია. ჩხობაძე აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ამ მიმართულებით ფართომასშტაბიანი სახელმწიფო პროგრამა.

ჩხობაძის თქმით, საქართველო მთიანი ქვეყანაა და ბევრი ასეთი საშიში ზონაა. მაგალითად, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სვანეთში, რაჭაში და ასე შემდეგ. ამ კუთხით პრობლემურია თბილისი-წალკის ახალი გზაც.

commersant.ge


ნანახია: 2701-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მშენებლობის პროცესში უბედური შემთხვევები ძირითადად იმიტომ ხდება, რომ დამსაქმებელი კომპანიები არ იცავენ უსაფრთხოების წესებს,
ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით დამცავი ჯებირებიც გაკეთდება.
ქვათაცვენის გამო, ხშირად საავტომობილო გზა იკეტება.

ამინდი