Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მერის და გუბერნატორის ბოტანიკურ ბუნაგად იქცა"

თარიღი : 21-08-2015, 11:36 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"–ს დირექტორი გია გოქაძე იმერეთის გუბერნატორისა და ქუთაისის მერის მხრიდან ბოდიშის მოხდას ელოდება. გოქაძე თვლის, რომ მაღალი თანამდებობის პირებს ბოდიშის მოხდა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ქეიფისა და დროსტარებისათვის ეკუთვნით.

"მათ შეუძლიათ საჯარო სივრცეში ნებისმიერ დროს მივიდნენ, შევიდნენ და იქეიფონ. ბოტანიკური ბაღია ეგ თუ მაღალი თანამდებობის პირების გართობისა და დროსტარების ბოტანიკური ბუნაგი.ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორაციაში ნათქვამია, რომ ყველა ხარჯი განოლებულია, მაგრამ რადგან ისინი აღიარებენ, რომ შევიდნენ იქ და იქეიფეს, ბოდიში უნდა მოეხადათ. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, აქ დროებითი კომისია შეიქმნებოდა და მერის იმპიჩმენტი დაიწყებოდა. რაც შეეხება ქალაქის საკრებულოს, მინდა ვთქვა, რომ საკრებულო ცოცხალი ადამიანების სასაფლაოა, საიდანაც ხმა არ ისმის," – ამბობს გია გოქაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღნიშნულ განცხადებას ქუთაისის მერიაში არ პასუხობენ. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუბერნატორსა და მერს ბოანიკურ ბაღში არ უქეიფიათ. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მხარისა და ქალაქის პირველი პირები ბოტანიკურ ბაღში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ. სტუმრების ჩამოსვლა კი იმ ფილმს უკავშირდებოდა, რომელსაც მაუწყებელი საქართველოს შესახებ იღებს.


ნანახია: 3366-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციის დირექტორი გია გოქაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე მომლხენი თანამდებობის პირები თანამდებობებს არ უნდა ინარჩუნებდნენ.
როგორც ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურში აცხადებენ, პანდუსის გაკეთება შშმ პირებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად და იმ
ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოალეობის შემსრულებლის ვინაობა ცნობილია.
ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის მოწყობა 2012 წელს დაიწყო და კვლავ გრძელდება.

ამინდი