"დღითიდღე ვრწმუნდები, რომ არჩევნებზე ქართული ოცნება არ უნდა შემომეხაზა"

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ტესტირების ჩატარების თარიღად მიმდინარე წლის 23 აგვისტო დასახელდა.
როგორც ცნობილია, ატესტაცია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ჩატარდება. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ტესტირების მიზანია შეფასდეს მონაწილის ცოდნა და უნარ-ჩვევები. ტესტირების მიზნიდან გამომდინარე, ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან: ტესტის პირველი ნაწილი მიმართულია მონაწილის ცოდნის შესაფასებლად, ხოლო მეორე ნაწილი ემსახურება უნარ-ჩვევების დადგენას. მინიმალური ბარიერია 65% 100 კითხვიდან. ტესტური გამოცდის ხანგძლივობა 4 საათს მოიცავს.
ბაგა-ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ტესტირების საკითხს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა ეხმიანება. ხურცილავა თვლის, რომ საბავშვო ბაღში დასაქმებულებს დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად კანონების ცოდნა არ სჭირდებათ.
"ეს ნორმატიულო მასალა კომისიის წევრებს არ ეცოდინებათ, ვფიცავარ რა. ან რა საჭიროა ბაღში მომვლელმა სამოქალაქო კოდექსი მეწარმეთა კანონი თუ გინდ მათემატიკა მაღალ დონეზე იცოდეს, ბავშვების ოდენობის მიხედვით განტოლებები და ამოცანები უნდა ამოხსნან? პირდაპირ უთხარით, უკვე წადით სახლებში არ გვჭირდებითო და რა საჭიროა ეს ტაკი მასხარაობა, თანამშრომლების მასხრად აგდება. კიდევ კარგი, ბაღის მასწავლებლებს ფიზიკის, ქიმიის, გეომეტრიის, ბიოლოგიის ჩაბარებას არ თხოვთ.
ვაი საცოდავო საქართველოვ, ამას ვოცნებობდით? დღითიდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ "ქართული ოცნება" არ უნდა შემომეხაზა არჩევნებში," - ამბობს ადვოკატი.