მიხეილ სააკაშვილი:უკანონო გარაჟის გარდა, მითხარით, ვის რა დავუნგრიე?!
თარიღი : 27-09-2013, 23:59 | კატეგორია: ახალი ამბები

"უკანონო გარაჟის გარდა, მითხარით, ვის რა დავუნგრიე?!"-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "ღია ეთერში" ნიუ-იორკიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით 9 წლის განმავლობაში ის ქვეყნის აშენებას ცდილობდა, რის დანგრევასაც ახლა დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს.
"შეგვიძლია, სირაქლემის პოზიციაში დავდგეთ და ვთქვათ, რომ 9 წელი ქვეყანას ანგრევდნენ. უკანონო გარაჟის გარდა, მითხარით, ვის რა დავუნგრიე?! ამბობენ, რომ სულიერად დავანგრიე და მოვსპე. კარგით რა ახლა. ახლა დრო უკვე ორი ფეხით მიწაზე დავდგეთ. დღეს საქართველოში სერიოზული პრობლემებია. მთავრობა უკვე ერთი წელია და უნდა დავივიწყოთ, რომ სააკაშვილი პრეზიდენტია, თუმცა აქ ვზივარ და ამ ფუნქციას ვასრულებ, მაგრამ მთელი ძალაუფლება გადაცემულია. დღეს უკვე უნდა ვაგოთ პასუხი იმაზე, რაც დღესაა. მათ შორის, საერთაშორისო პრობლემებზე", - განაცხადა სააკაშვილმა.