4 გარდაცვლილი და 5 დაშავებული-ავარია ქუთაისის მახლობლად
თარიღი : 20-08-2015, 17:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მსხვერპლით დასრულდა ავარია ქუთაისი -სამტრედიის ავტობანზე, სადაც ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. გარდაცვლილია ოთხი, ხოლო დაშავებულია ხუთი ადამიანი. მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის მოქალაქეები. დაშავებულები ქუთაისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.