Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონელი ახალგაზრდები ხონში მეტ კეთილმოწყობილ ადგილს ითხოვენ

თარიღი : 20-08-2015, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ და დისკუსიის ფორმატში რაიონისათვის საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დაფინანსების წყაროები, ტენდერები და აუქციონები.

ახალგაზრდები განსაკუთრებით კულტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესდნენ. მათი თქმით, კარგი იქნება თუ ხონში მეტი კეთილმოწყობილი ადგილი იქნება, სადაც საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა საინტერესო იდეები გააჟღერეს კულტურისა და დასვენების ადგილებში გახშირებული ვანდალური ფაქტების აღსაკვეთად და თვითმმართველობას მხარდაჭერა აღუთქვეს გარემოს დაცვისა და გამწვანების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებში.

,,დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის დონეა. ბოლო დროს რამდენიმე საერთაშორისო კვლევამ აჩვენა საქართველოში დემოკრატიულობის ხარისხის ზრდა, თუმცა ჯერ კიდევ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის ხარისხი. მოგიწოდებთ ახალგაზრდებს იაქტიუროთ, ჩაერთოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მოგვაწოდეთ იდეები და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. თქვენ ხართ ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი," - განაცხადა ხონის გამგებელმა ჯემალ მებუკემ.


ნანახია: 1701-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონის გამგებელმა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
აღნიშნულ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ამჟამად სხვადასხვა ასაკის 7 აღსაზრდელია. ბავშვები საბაზისო განათლების გარდა ეუფლებიან
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე ხონის სოფლების: ძეძილეთის, გელავერის, გვაშტიბისა და ჩაის მეურნეობის მოსახლეობას
შეფერხდა გადაადგილება სოფელ კინჩხის მიმართულებით.
მებუკემ პირველ მოადგილესა და გამგეობის ყველა სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა.
სულხან მახათაძე და გამგებლის მოადგილე ლალი კაპანაძე კულტურის სფეროში წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

ამინდი