წყალტუბოს სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თარიღი : 20-08-2015, 13:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვლმა და გამგებლის მოადგილემ გენადი ბალანჩივაძემ სოფელ ცხუნკურში, ყუმისთავსა და ზედა ჩუნეშში ბეტონის საფარით მოწყობილი გზები დაათვალიერეს.
სოფელ ცხუნკურში 2777 მეტრი გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის პროექტით განხორციელდა და მასზე 324 974 ლარი დაიხარჯა. ხოლო, სოფლებში ყუმისთავსა და ზედა ჩუნეშში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამით მოხდა 197 კუბური მეტრი მზა ბეტონის შეძენა, რის შემდეგაც სოფლის მოსახლეობამ თავად შეასრულა ბეტონის საფარიანი გზის (საერთო სიგრძე 700 მ.) დაგების სამუშაოები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, რასაც წყალტუბოში სოფლის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის აუცილებელ ფაქტორად თვლიან.