ქუთაისელი გივი მარგველაშვილი ჩემპიონი გახდა

ქუთაისელმა გივი მარგველაშვილმა აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი მიიღო.
ძალისმიერი სპორტის სახეობათა შავი ზღვის ქვეყნების ღია ფესტივალი და ღია თასის გათამაშება, რომელშიც 200–მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, 15-16 აგვისტოს, ბათუმში, ანბანის კოშკთან გაიმართა. ფესტივალი ორი საერთაშორისო სპორტული ფედერაციის – ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებისა (International Power Sports Union) და მსოფლიო პაუერლიფტინგის ალიანსის) ერთობლივი პროექტით, პირველად საქართველოში ჩატარდა. მასში მონაწილეები საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ისრაელიდან და შვეიცარიიდან, სხვადასხვა ასაკობრივ, წონით თუ სხვა კატეგორიებში იყვნენ წარმოდგენილი.
შეჯიბრზე ლიცენზირებული იყო მსოფლიოსა და ევროპის რეკორდების დამყარება. განსაკუთრებული სტატუსით ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. შეჯიბრი შემდეგ სახეობებში ჩატარდა: ორჭიდი, წოლჭიმი, ამოწევა, უსასრულო წოლჭიმი, ხალხური წოლჭიმი, უსასრულო ამოწევა, ბიცეფსზე წონის ამოწევა, არმლიფტინგი.
ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ ქუთაისელი ძალოვნები. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გივი მარგველაშვილმა წოლჭიმსა და უსასრულო წოლჭიმში აბსოლუტური ჩემპიონობა მოიპოვა. ტურნირზე ასევე წარმატებით გამოვიდა შსს–ს სახელით მოასპარეზე ქუთაისელი მაშველი ამირან დოღონაძე და ჯიმშერ ჭელიძე.
შავი ზღვის ღია ფესტივალისა და ღია თასის გათამეშების შედეგები ძალისმიერი სპორტის სახეობებში შემდეგია:
WPA-ს ვერსიით:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა – შალვა ბებიაშვილმა – დაამყარა ევროპის რეკორდი – ძალოვან სტრუქტურის წარმომადგენელთა შორის, 110 კგ წონით კატეგორიაში – ორჭიდში;
2. წოლჭიმი:
აბსოლუტური ჩემპიონი გახდა – გიორგი ბეროშვილი; მეორე ადგილზე გავიდა – რუსი სპორტსმენი კალაჩევ იანის, ხოლო მესამეზე – კოსარევ დმიტრი;
3. ორჭიდი :
აბსოლუტური ჩემპიონი: შსს–ს წარმომადგენელი – შალვა ბებიაშვილი; მეორე ადგილზე გავიდა ვიქტორ რუბლიოვი; მესამეზე – ლაშა ჭოჭუა;
4. ამოწევა:
აბსოლუტური ჩემპიონი გახდა გიორგი გოგოლიძე, მეორე ადგილზე გავიდა ირაკლი ჭანტურია, მესამეზე – დავით გულუა.
5.
IPSU-ს ვერსია:
უსასრულო წოლჭიმი:
აბსოლუტური ჩემპიონი გახდა გივი მარგველაშვილი (ქუთაისი), მეორე ადგილზე გავიდა – გუჯა კობერიძე; მესამეზე – ნუგზარ გეჯაძე;
უსასრულო ამოწევა:
აბსოლუტური ჩემპიონი გახდა გივი მარგველაშვილი, მეორე ადგილზე გავიდა – ამირან დოღონაძე; მესამეზე – გუჯა კობერიძე.