Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"არ გვინდა ნაადრევი სიკვდილი," -სამტრედიის სოფელ ღანირის მოსახლეობის პროტესტი

თარიღი : 20-08-2015, 11:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის მოსახლეობამ აღნიშნულ სოფელში საპროტესტო აქცია გამართა და საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზაზე ქვები განათავსეს, რითაც ავტომობილებს გადაადგლების საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეები სოფელში კომპანია "ჯეოსელის" ანძის დადგმას აპროტესტებენ.

მოსახლეობის თქმით, მათ თან აქვთ ეკოლოგის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ანძისგან წამოსული გამოსხივება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე, აზიანებს სოფელში გარემოს.

"ეკოლოგის დასკვნაში წერია, რომ ანძა, რომელიც რადიაციას ასხივებს ბავშვებში იწვევს არითმიას და იზრდება ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი. გარდა ამისა, საქონელში მცირდება წველადობა. ანძის მშენებლობა ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და უკვე დასრულებულია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პროტესტი შედეგს გამოიღებს და ანძას აიღებენ. ჩვენ არ გვინდა ნაადრევი სიკვდილი. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩვენი განცხადებები დევს, მაგრამ არავინ დაინტერესებულა. ვეჭვობთ რომ გამგებელს ამ ანძის მშენებლობის ნებართვის გაცემაში ფული აქვს აღებული," - აცხადებს მოსახლეობა.

სამტრედიის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა სოფელ ღანირის მოსახლეობას. გამგებელი აცხადებს, რომ კომპანია "ჯეოსელს" დოკუმენტაცია წესრიგში აქვს და ის ანძის ფუნქციონირებას ხელს ვერ შეუშლის.

"ეს ყველაფერი კანონიერია. მე ვერ ჩავერევი. "ჯეოსელის" წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს ანძა უვნებელია. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ," - ამბობს გამგებელი.

სოფო მანჯგალაძე


ნანახია: 2992-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოსახლეობის თქმით, მათ თან აქვთ ეკოლოგის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ანძისგან წამოსული გამოსხივება ზიანს აყენებს როგორც
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები სოფელში კარიერული წესით საშენი მასალების
როგორც ირკვევა, გზა დაზიანებულ მდგომარეობაშია უკვე ორი თვეა, თუმცა ამ დროის განმავლობაში სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლება მისი
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებს ასფალტის საფარის იმ ადგილას დასხმის საშუალება არ

ამინდი