ქუთაისურ ფირმას ჩინეთიდან შეკვეთილი მავთულის ნაცვლად ქვიშა ჩამოუვიდა

ფოთის ტერმინალზე მყოფი შპს "გაბიონი"-ს წარმომადგენლები დახმარებას ითხოვენ. როგორც ისინი Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებენ, ჩინეთიდან შეკვეთილი მავთულის ნაცვლად ქვა-ღორღი ჩამოუვიდათ.
"მოვიდა კონტეინერი. 25 ტონა მავთული უნდა ყოფილიყო, თუმცა როდესაც გაიხსნა, მხოლოდ ერთი ტონა მავთული აღმოჩნდა, დანარჩენი ქვიშ იყო. 14 500 დოლარი გადარიცხული გვაქვს. 2500-მდე საბაჟოზე გადავიხადეთ.დახმარებას ვითხოვთ, პატარა ზარალზე ხომ არ არის საუბარი," - ამბობს შპს "გაბიონის" დირექტორი გივი გურეშიძე.
ცნობისთვის, შპს "გაბიონი" ქუთაისური ფირმაა.