ქუთაისის ტურისტული იმიჯის შესაქმნელად ქალაქის მერიამ კონკურსი გამოაცხადა
თარიღი : 19-08-2015, 14:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისისათვის დადებითი ტურისტული იმიჯის შესაქმნელად ადგილობრივმა ხელისუფლებამ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის გამოცხადების გარდა, ქალაქის მერიაში ასევე კომისიაც შეიქმნა. ქალაქის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის გარდა, კომისიაში ქუთაისის ვიცე-მერი, მერიის სხვადასხვა სამსახურისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები შედიან.
"ქალაქ ქუთაისის, მისი შემოგარენისა და იმერეთის ამსახველი მაღალხარისხიანი და ეფექტური ფოტომასალა მნიშვნელოვანია ქუთაისის დადებითი ტურისტული იმიჯის
შექმნისათვის. ფოტოებმა ეფექტურად უნდა წარმოაჩინოს ქალაქის ტურისტული პოტენციალი საინფორმაციო ბუკლეტებში, რომლებიც წარდგენილი იქნება საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სხვადასხვა ტიპის გამოფენებსა და ფესტივალებზე. ფოტომასალა უნდა იყოს ეფექტური ვებ-გვერდზე, ბილბორდსა და სხვა სარეკლამო მატარებელზე," -ნათქვამია განცხადებაში.