წყალტუბოში სიყვარულის ხიდის შემდეგ ახალგაზრდობის ხიდი გაიხსნა

წყალტუბოში ახალგაზრდების ინიციატივით ახალგაზრდობის ხიდი გაიხსნა. ფესტივალი, რომელშიც მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლისა და ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები ჩაერთნენ, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში წყალტუბოში თეატრალიზებული წარმოდგენები, შემეცნებითი და სპორტული თამაშები, კინოფილმების რეტროსპექტივა და კარვების ქალაქი მოეწყო.
ახალგაზრდობის ხიდის გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი ესწრებოდა. გამგებლის თქმით, წყალტუბოში მიმდინარე ინფრასტრუქტურლი პროექტების პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ განსაკუთრებით აქტიურობენ ახალგაზრდები. მისივე თქმით, მომავლში ფესტივალში იმერეთის მხარის ახალგაზრდები ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის ხიდის გახსნამდე წყალტუბოში სიყვარულის ხიდი გაიხსნა. ბალნეპარკის ტერიტორაზე სულ 12 ახლი ხიდია განახლებული, რომლებიც წყალტუბოელთათვის და აქ ჩამოსული ტურისტებისა და დამსვენებლებისთვს ყველაზე სასურველ თავშეყრის ადგილს ქალაქთან აკავშირებენ.