Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მაჟორიტარი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უპირისპირდება

თარიღი : 18-08-2015, 16:22 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 7 აგვისტოს მხარი დაუჭირა ქალაქის ტერიტორიაზე ნედლი მადნით დატვირთული მანქანების გატარების შესახებ დადგენილებას.

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და შეთანხმების გარეშე, ეწინააღმდეგება საკრებულოს მიერ ადრე მიღებულ დადგენილებას, რომელიც კრძალავს ნედლი მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ასევე ეწინააღმდეგება აღნიშნულ საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილებას, დარღვეულია მოსახლეობის მთავარი კონსტიტუციური უფლება - იცხოვროს სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის ჯანსაღ გარემოში.

" ჭიათურის მუნიციპალიტეტში გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 358 მილიონი ლარი შეადგინა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, იჩეხება ტყეები, ნადგურდება სასოფლო-სამეურნეო მიწები, არ ხდება რეკულტივაცია, ფაქტიურად თავიდან არის შესაქმნელი სოფლად წყალმომარაგებს სისტემა, რომელიც დღემდე „ჯორჯიან მანგანეზი“-ს მფლობელობაშია. კომპანიას მუნიციპალიტეტში არ განუხორციელებია რაიმე ხელშესახები პროექტი. საბადოზე საქმიანობს საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევებით, რის გამოც დარღვეულია მოსახლეობის უმთავრესი კონსტიტუციური უფლება იცხოვროს სიცოცხლისათვის ჯანსაღ გარემოში.

სამწუხაროა, რომ გამგეობა, საკრებულო არ იზიარებს მაჟორიტარი დეპუტატის აზრს, იგი თვლის, რომ ხალხის რჩეულების, საკრებულოს სახით, ასეთი მონური მორჩილება, უპასუხისმგებლობა, სასიკეთოს არ წაადგება მინიციპალიტეტს.საგულისხმოა, რომ გადაწყვეტილებას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ნაციონალურმა მოძრაობის და სხვა ოპოზოციური პარტიის წარმომადგენლებმა”, - განაცხადა მალხაზ წერეთელმა.

მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, საქართველოს პარლამენტში მის მიერ ინიცირებულმა კანონმა ადგილობრივ ბიუჯეტს დამატებით, მხოლოდ წელს უნდა შემატოს 4 მილიონ ლარზე მეტი. აღნიშნული თანხიდან უკვე შემოსულია 2,2 მილიონ ლარამდე. მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას მიმართავს, რათა აქტიურად ჩაერთონ თანხების მიზანმიმართულად განაწილებაში.


ნანახია: 1995-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი ქვეყნის პრეზიდენტსჭიათურაში საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის გამოცხადების, ხოლო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ,
დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს.

ამინდი