ქუთაისის მერია მთის კურორტზე ბანაკისთვის მონაწილეებს არჩევს
თარიღი : 18-08-2015, 15:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, მიმდინარე წელს 7-19 სექტემბერს მთაში ახალგაზრდული ბანაკი ეწყობა.
ბანაკის მიზანს აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების გამოვლენა, ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მეტი ჩართულობა წარმოადგენს.
ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციის ჩამოსატვირთად უნდა გადავიდნენ მოცემულ ლინკზე: bit.ly/ბანაკი-2015 (ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, შეავსეთ და გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე kutaisisyd@gmail.com).
ბანაკში მონაწილეობს მიღება 18 წლიდან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. ხოლო მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: ონლაინ სააპლიკაციო ფორმების მიღება 2015 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით; აპლიკაციების გადარჩევა; გასაუბრება კომისიასთან და მონაწილეთა შერჩევა.
გამარჯვებულების გამოვლენა 1-2 სექტემბერს გახდება ცნობილი. ბანაკის პირველი ნაკადის გამგზავრება 7 სექტემბერს მოხდება, ხოლო მეორე ნაკადი მთის კურორტზე 13 სექტემბერს გამეგზავრება.