ხონში ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენება გაიმართება

ხონში ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენება გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს კინომოყვარულებს ხონის ცენტრალურ ბულვარში ეპატიჟებიან, სადაც ღია ცის ქვეშ მხატვრული ფილმების ჩვენება გაიმართება. კინოჩვენება 18 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიხსნება. ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმი ,,წიგნების ქურდი,, (The book thief).
პროექტი ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის ქეთევან ყუფარაძის ინიციატივით, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული კავშირების ლიგის" ხელშეწყობით ხორციელდება.
ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.