ქუთაისის უბნები, რომელთაც წყალი არასოდეს მიეწოდებოდა, წყლით უზრუნველყოფილი იქნება

ქუთაისში, ერთ-ერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტად მიჩნეული გელათის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 925 000 ლარით ფინანსდება.
გელათის ქუჩაზე უკვე დაწყო გზის საფარის დაგება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ქუთაისის მერი შოთა მურღულია საფიჩხიის მაჟორიტართან ერთად გაეცნო.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ,,გზამშენი 21“ასრულებს. ასფალტის პირველი ფენა ერთ კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც გელათის ქუჩაზე ავტომანქანებს გადაადგილება შეეძლებათ.
რეაბილიტაციის ფარგლებში გელათის ქუჩაზე სრულად შეიცვალა წყლის სისტემა. წყლით უზრუნველყოფილი იქნება ის ქუჩები, რომლებსაც წყალი არასოდეს არ მიეწოდებოდა. ასევე გაკეთდა საყრდენი კედლები, ბორდიურები, დახურული და ღია სანიაღვრე სისტემები, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
,,ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს. გელათის ქუჩა წელს ყველაზე მსხვილი პროექტია, რომელიც ქუთაისში ხორციელდება. დაახლოებით 3 კილომეტრი გზა კეთდება. ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზა ერთ თვეში სრულად რეაბილიტირტებული იქნება,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.