"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო," - თემურ ცამციშვილი
თარიღი : 16-08-2015, 11:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით: "მე რომ ქუთაისის მერი ვიყო".
აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ.
რუბრიკის მორიგი სტუმარი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერი თემურ ცამციშვილია.
"მე მჯერა ქალაქი მაშინ არის კარგი, როდესაც ადამიანებს გარეთ გასვლის სურვილი აქვთ. ქუთაისის მერობის შემთხვევაში, პირველ რიგში, ქუთაისს და მის საზოგადოებრივ სივრცეს ადამიანებზე მორგებულ გარემოდ ვაქცევდი, სადაც იქნებოდა სუფთა ტროტუარები, რეკრეაციული ზონები, პანდუსები და პანდუსებიანი ტრანსპორტი. ეს ქალაქი ყოველთვის ევროპული ტრადიციების იყო და ვეცდებოდი ისევ ევროპულ წიაღში დამებრუნებინა მისი ცხოვრება და სტანდარტები. ჩვენი ქალაქი თავისებურად იდეალისტია და მას აუცილებლად იდეალისტი მერი სჭირდება, რომელსაც სჯერა იდეების, უკეთესობის, ცვლილებების და კრახის შემთხვევაშიც კი ახალი ძალისხმევით თავიდან იწყებს შენებას," -ამბობს თემურ ცამციშვილი.
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია.
რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.