იმერეთის გუბერნატორმა თერჯოლაში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა
თარიღი : 16-08-2015, 11:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონიტორინგის ფარგლებში თერჯოლაში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 16 პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო 7 მათგანზე სამუშაოები ხორციელდება.
ამ ეტაპზე სოფლების ჩხარი-ზედა ალისუბნის დამაკავშირებელი 4 კმ–იანი გზის მონაკვეთის მოასფალტება ხდება, ასევე ბარდუბანი-ზედა სიმონეთისა და თერჯოლა-ტელეფის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოებზე 30–ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული და პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 700 000 ლარით არის დაფინანსებული.
სოფლებში ამ დრომდე გზა სრულიად ამორტიზებული იყო, რაც მოსახლეობისა და ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა.
თერჯოლაში მიმდინარე წელს ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა. პრიორიტეტულად გამოცხადებულ მიმართულებაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტში სულ 11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რეაბილიტირდა, ხოლო სოფელ გოდოგანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი აშენდა.
ამ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოთხ ისეთ სოფელში მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი, სადაც ამ დრომდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთოდ არ არსებობდა. საბავშვო ბაღები 30–40 აღსაზრდელზეა გათვლილი და სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.