Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულელი ქალბატონი დაკავებული ძროხის გათავისუფლებას ითხოვს

თარიღი : 15-08-2015, 22:42 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ტყიბულელი ქალბატონი დაკავებული ძროხის გათავისუფლებას ითხოვს.
როგორც დაკავებული პირუტყვის მეპატრონემ მანანა მუშკუდიანმა topnews.com.ge-ს განუცხადა, ტყიბულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძროხა სამი დღის წინ დააკავა და ის ამ დრომდე პირუტყვების წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.
ძროხის მეპატრონის თქმით, პირუტყვი იმის გამო დააკავეს, რომ ცენტრალურ გზაზე გაიარა.
"სამი დღეა ძროხა უჭმელია, დააკავეს იმის გამო, რომ ცენტრალურ გზაზე გაიარა. პირუტყვი მაკედაა და სამ დღეში უნდა მოიგოს. გამგეობაში მივედი და ყურადღებას არ მაქცევენ. მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ-დეპუტატს დავურეკე, ის დახმარებას დამპირდა, თუმცა, ამ დრომდე ვერ დავიხსენი ძროხა",- ამბობს მანანა მუშკუდიანი.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტებში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვი, შესაბამის სამსახურებს სპეციალურ შენობებში გადაჰყავთ, სადაც ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.


ნანახია: 6058-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაკავებული პირუტყვი მერიის ააიპ 'სპეციალური სერვისების' თანამშრომლებმა ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
ქუთაისი, ზვიად გამსახურდიას გამზირი. ფოტო: თემურ ცამციშვილი
მდინარის ნაპირზე ჩავარდნილი პირუტყვი გამვლელებმა შენიშნეს და სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ რქოსანი პირუტყვი ქალაქის ქუჩებში არსებულ ნარგავებს აზიანებს.
ისინი აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
ქალაქის ქუჩებში უმეთვალყურეოდ მოსეირნე ცხოველებზე ინსპექტირებას 'სპეციალური სერვისების' ჯგუფები ახორციელებენ.

ამინდი