"პოლიტიკური პარტი"-ის ბანაკი დასრულებულია
თარიღი : 15-08-2015, 15:36 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

პროექტის "პოლიტიკური პარტია" ფარგლებში 30 მონაწილე ქობულეთში 4 -დღიან ბანაკში იმყოფებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში მონაწილეებს 4 მოწვეული ექსპერტი: ზეინაბ ხაჩიძე, ნოდარ ჯიქია, მათე გაბიცინაიშვილი და გიორგი ბერია შეხვდა. ექსპერტებისა და ბანაკის მონაწილეების შეხვედრა შემდეგ თემებს ეხებოდა: "საპარლამენტო არჩევნები", "პოლიტიკური პარტიების მუშაობა მედიასთან, ელექტორატთან და პოლიტიკურ პარტიებთან", პოლიტიკური პარტიების ისტორია", "პოლიტიკური იდეოლოგია და დემოკრატია".
გარდა ამისა, ბანაკის განმავლობაში მონაწილეებთან მუშაობდა პროექტის ფასილიტატორი ნუგზარ კოხრეიძე და ტრენერი დავით კიკუტაძე. ორივე მათგანი 4 დღის განმავლობაში მონაწილეებს უტარებდნენ სავარჯიშოებსა და ვორქშოპებს თემებზე: გუნდურობა, ლიდერობა, კომუნიკაცია, ღირებულებები.
ბანაკის ბოლო დღეს პროექტის მონაწილეებს მშვიდობის კორპუსის მონაწილე ჯილ სიმპსონი შეხვდა. შეხვედრა გაიმართა თემაზე "აშშ პოლიტიკური პარტიების განვითარების ისტორია".
4 -დღიანი საგანმანათლებლო კურსის შემდეგ მონაწილეები 3 გუნდში ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდნენ. თითოეული გუნდი 10 მონაწილით დაკომპლექტდა. სამივე გუნდი აგვისტოს ბოლოდან უკვე დაიწყებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ისეთი ღონისძებების ჩატარებას როგორიც არის: გუნდისთვის სახელწოდების, სლოგანის, ფერის, იდეოლოგიის განსაზღვრა, ყრილობების ჩატარება, მოსახლეობასთან საინფორმაციო ტიპის შეხვედრების გამართვა და არჩევნების ჩატარება.
"უკვე შეიძლება ითქვას, რომ ის ფუნდამეტი, რაც არის საჭირო, რომ თითოეული მონაწილე მივიდეს არჩევნებამდე, უკვე ჩაყრილია. მონაწილეებმა ბანაკში ნაყოფიერად გაატარეს 4 დღე და რაც მთავარია ეს დღეები იყო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით დატვირთული. ასევე უკეთ გაიცნეს ერთმანეთი. ბანაკის ბოლო დღეს ჩამოყალიბდა 3 სიმულაციური პოლიტიკური პარტია - 3 გუნდი. ქუთაისში დაბრუნების შემდეგ უკვე დაიწყება პროექტის მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს ბანაკში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. აგვისტოს ბოლოდან სიმულაციური პოლიტიკური პარტები განსაზღვრავენ მათთვის საჭირო ყველა ატრბუტიკას-სახელი, ფერი, სლოგანი,მიზანი, ამოცანები, იდეოლოგია და ა.შ. სექტემბერში უკვე ისინი სიმულაციური პოლიტიკური პარტიის სახელით ჩაატარებენ მინიმუმ 50 კაციან ყრილობას. შემდეგ იქნება მოსახლეობასთან შეხვედრები საარჩევნო პროგრამის გაცნობის მიზნით და ბოლოს, ნოემბრის თვეში ჩატარდება არჩევნები,"- ამბობს პროექტის "პოლიტიკური პარტია" კოორდინატორი გვანცა თოთაძე.
მონაწილეების თქმით, პროექტი მისი შინაარსობრივი დატვირთვით უფრო და უფრო საინტერესო ხდება. სამივე გუნდი, ე.წ. სამივე სიმულაციური პოლიტიკური პარტია უკვე იმედოვნებს არჩევნების მოგებას და პარლამენტში უმრავლესობით შესვლას.
" სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს მოგვცა საშუალება ჩვენი თავი გვეპოვა. ზოგადად რა გვინდა და ვართ თუ არა მოწოდებული იმისთვის, რომ ვიყოთ პოლიტიკაში. პროექტის დასასრულისთვის ჩვენ უკვე ვიქნებით გაზრდილები პროფესიონალურად და შინაგანად და რაც მთავარია, ვიპოვით ჩვენს თავს საზოგადოებაში,"- განაცხადა პროექტის მონაწილემ და "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრმა ირინა გორგილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბანაკი 4 დღიანი იყო. იგი 7 აგვისტოს დაიწყო და 11 აგვისტოს დასრულდა.

პროექტი „პოლიტიკური პარტია“ 6 თვიანია და მისი მიზანია რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წევრებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდა და ამომრჩევლებთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა.
პროექტში ჩართულია 6 პოლიტიკური პარტიის (საქართველოს ლეიბორისტული პარტია; თავისუფალი საქართველო; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”; ეროვნული ფორუმი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; რესპუბლიკური პარტია) ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გარდა, პროექტში ასევე ჩართული არის 6 არაპოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.
პროექტი "პოლიტიკური პარტია" არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეები ქმნიან სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაზღვრავენ მის იდეოლოგიურ პლატფორმას, იმიჯს, სტრუქტურას, სტრატეგიასა და საარჩევნო პროგრამას, რათა მოხვდნენ პარლამენტში. მონაწილეები ასევე ქმნიან საპარლამენტო არჩევნების სიმულაციას, რომლის განმავლობაში ატარებენ პარტიის ყრილობებს, საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, მონაწილეობენ დებატებსა და საარჩევნო შეხვედრებში, იზიდავენ ამომრჩევლებს და ა.შ.
პოლიტიკური პარტია, რომელიც უმეტეს ადგილებს დაიკავებს პარლამენტში, ცხადდება გამარჯვებულად და გუნდს გადაეცემა სამახსოვრო პრიზი. გარდა ამისა, პროექტში ჩართული პირები მონაწილეობას მიიღებენ ორ ბანაკში.