Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის გამგებელს მაწანწალა ძაღლების ხოცვაში ადანაშაულებენ

თარიღი : 15-08-2015, 13:21 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს ვალერი ფოცხვერიას ე.წ. მაწანწალა ძაღლების დახოცვაში ადანაშაულებს.
ორგანიზაციის წარმომადგენელი თემურ ლაჭყეპიანი ამბობს, რომ გამგებელს ძაღლებისათვის თავშესაფრის მოწყობას ერთი ძაღლის დაჭერაში 20 ლარიდან 25 ლარამდე გადახდა ურჩევნია.

„პირდაპირ არ ხოცავენ, ოზურგეთელ ძაღლმკვლელს, გიორგი მაღლაფერიძეს ახოცინებდნენ სანამ ჩავერეოდი, ახლა ვეღარ ხოცავს მაღლაფერიძე, თუმცა გამგებელი ავალებს დაიჭიროს და წაიყვანოს. ის აღარ აინტერესებს სად უნდა წაიყვანოს. ერთი ძაღლის დაჭერაში 20 თუ 25 ლარს უხდის. 20 ლარი რომ ძაღლის დაჭერას, მკურნალობას და თავშესაფარში შენახვას არ ეყოფა ცხადია,“ - ამბობს ლაჭყეპიანი.

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლის თქმით, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მას სამტრედიის გამგებელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა.

„გამგებლის კაბინეტში მასკარადი დამიდგეს, ათას სისულელეს იძახდნენ გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები. ადმინისტრაციის უფროსმა თქვა, დავახოცინებთ ძაღლებს ხალხსო. საკრებულოს წევრებმა „ნაციონალი“ იქნებიო და ვინ იცის კიდევ რა სისულელეები არ თქვეს,“ - ამბობს თემურ ლაჭყეპიანი.

რამდენად მწვავეა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ე.წ. მაწანწალა ძაღლების საკითხი და რას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის გადასაჭრელად? აღნიშნულთან დაკავშირებით topnews.com.ge სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაუკავშირდა. ვალერი ფოცხვერიას თქმით, სამტრედიაში მაწანწალა ძაღლების პრობლემა არსებობს, თუმცა გამგებელი განმარტავს, რომ პრობლემას ცივილური მეთოდებით აგვარებენ.

„ძაღლს ვერ გავყვები სად მიყავთ. ოზურგეთური ფირმა „ინდმეწარმე გოგი“-ა ტენდერში გამარჯვებული, რომელიც იჭერს ძაღლებს. უნდა აცრას, სამედიცინო პროცედურებს უტარებენ, ყურზე ბირკას ადებენ და უუშვებენ იქ, საიდანაც აიყვანეს. ის, რომ ძაღლებს ვხოცავთ, არ არის მართალი,“ - ამბობს გამგებელი.


ნანახია: 2803-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუნიციპალიტეტის მერის, ვალერია ფოცხვერიას თქმით, ძაღლებს კასტრაცია-სტერილიზაცია გაუკეთდება, შემდე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას
როგორც Topnews.com.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ განუცხადა, მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა ქუჩიდან
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებას მაწანწალა ძაღლების ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანისა და გამოკვებისაკენ
ლაჭყეპიანის განცხადებით, ცხოველების დაჭერაზე პასუხისმგებელი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ღამის საათებში მაწანწალა
'თავისუფალი საქართველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ხარჯებს აპროტესტებს.
როგორც ვალერი ფოცხვერია ამბობს, პირველი სამუშაო დღის ასეთ ფონზე გატარება მისთვის გულდასაწყვეტი და მიუღებელია.

ამინდი