ქუთაისელმა ჰოკეისტებმა სომხეთის ღია პირველობაზე გაიმარჯვეს
თარიღი : 14-08-2015, 19:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისელმა ჰოკესიტებმა სომხეთში გამარჯვება მოიპოვეს. 16 წლის გოგონათა და ჭაბუკ ჰოკეისტთა გუნდებს შორის სომხეთის ღია პირველობა ქალაქ რაზდანში ჩატარდა.
გოგონებში რაზდანის და გიუმრის გუნდებთან ერთად, საქართველოს ორმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და აბაშის გუნდების ჰოკეისტებით იყო დაკომპლექტებული.
საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ანგარიშით 6–0 დაამარცხა გიუმრის გუნდი. ქართველების მეორე გუნდმა 5–0 მოუგო რაზდანის გუნდს. ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა 3–0 სძლია რაზდანს, გიუმრიმ კი 3–2 დაამარცხა ქართველი ჰოკეისტების მეორე გუნდი. ხოლო თავად ქართველთა ურთიერთშეხვედრა საქართველოს პირველი ნაკრების გამარჯვებით 5–0 დასრულდა, გიუმრიმ კი ანგარიშით 2–1 დაამარცხა რაზდანი.
საბოლოოდ შედეგები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი–საქართველოს ნაკრები; მეორე ადგილი– გიუმრი; მესამე ადგილი -ქართველი ჰოკეისტების მეორე გუნდი და მეოთხე ადგილი-რაზდანი.
გამარჯვებულ ჰოკესიტებს ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ნინო უჩაძე, ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარე ირმა პეტრიაშვილი შეხვდნენ და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.