Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახალხო დამცველი:რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის საქმიანობას

თარიღი : 14-08-2015, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასამართლოს მიერ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღების ფაქტს ეხმიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი განცხადეებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 5 აგვისტოს მიღებული განჩინება ომბუდსმენმა მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით შეისწავლა.

განჩინების მიხედვით, სასამართლომ ყადაღა დაადო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორების წილებს; ყადაღა დაადო ტელეკომპანიის კუთვნილ თბილისში მდებარე ფართისა და მიწის ნაკვეთებს მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებით; ტელეკომპანიას აეკრძალა მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების და ა.შ. გასხვისება/გაქირავება და ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა; ტელეკომპანიას და მის პარტნიორებს აეკრძალათ კომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, გენერალური სავაჭრო მინდობილობის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, პარტნიორებისა და დირექტორებისათვის საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის, ლიცენზიის გასხვისების, ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვის ჩათვლით; კომპანიის დირექტორებისათვის ქონების განკარგვა.

"საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სრულად არ პასუხობს სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად განსაზღვრულ სტანდარტებს, იმდენად რამდენადაც არ არის დასაბუთებული სარჩელის უზრუნველყოფის ერთდროულად რამდენიმე ზომის გამოყენების აუცილებლობა. დაუსაბუთებელია რატომ შეიზღუდა წესდებაში ცვლილებების შეტანა, როდესაც კომპანიის მთელი უძრავი და მოძრავი ქონება ისედაც დაყადაღებულია და მისი გასხვისების რისკი აღარ არსებობს; რას ემსახურება კომპანიის წლიური შედეგების დამტკიცების აკრძალვა; რატომ გაჩნდა კომპანიის დირექტორისათვის საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის უფლების სრულად შეზღუდვისა და ახალი ვალდებულებების აღების აკრძალვის აუცილებლობა, როდესაც ისედაც აკრძალულია უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა.

სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლომ შეზღუდა საკუთრების უფლება იმ მოცულობით, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობას. შესაძლოა შეაფერხოს ანაზღაურების გაცემა, ჟურნალისტების დასაქმება, ახალი გადაცემების ეთერში გაშვება, ტექნიკური ინვენტარის შეძენა ან შეცვლა, კომპანიის წინაშე ვალდებულ პირებთან ანგარიშსწორება და სხვა. ამასთან, სასამართლომ არ განმარტა რამდენად ემსახურება უფლების ამ მოცულობით შეზღუდვა მოსარჩელეთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვას და რატომ არ შეიძლებოდა იმავე მიზნის მიღწევა მოპასუხის საკუთრების უფლების ნაკლები შეზღუდვით. აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა შემაფერხებელი იყოს სამაუწყებლო კომპანიის ფუნქციონირებისათვის და შესაბამისად, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისა და მედია თავისუფლებისათვის, იმდენად რამდენადაც სასამართლო დავის დასრულებას არაერთი თვე და შეიძლება წელიც დასჭირდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არღვევს უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპს. სასამართლომ საკუთრების უფლება შეზღუდა იმაზე მეტად, ვიდრე ამას მოითხოვს მოსარჩელის ლეგიტიმური მიზანი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას.

აღნიშნული დავა კიდევ ერთი გამოცდაა საქართველოს მართლმსაჯულებისათვის, რადგან ერთმანეთს კვეთს საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო დავის დამოუკიდებელი და ობიექტური განხილვის პირობებში სანიმუშოდ გამჭვირვალედ, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების მაღალი სტანდარტის დაცვით წარმართვა.

საქართველოს სახალხო დამცველი კვლავაც გააგრძელებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული მოვლენების დაკვირვებას და მისი მანდატის ფარგლებში შესწავლას," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1874-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სახალხო დამცველის შეფასებით, ქუთაისში, პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის
სახალხო დამცველი ყურადღებით დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს, დასრულებისთანავე გაეცნობა სასამართლო ექსპერტიზის
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. აჭარისა და სამეგრელოს მოსახლეობის შემდეგ სახალხო
უჩა ნანუაშვილი ქუთაისის მერიას მოუწოდებს, თავშესაფარში სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად მეტი ყურაღება გამოიჩინოს.
აღნიშნული თხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქალაქის მერიამ მიმართა.
კიკვიძე, რომელიც კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობდა, 2015 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით მეორედ

ამინდი