Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ალბათ იმასაც მოვესწრებით, რომ სოფელში მიკროავტობუსი ამოვა"

თარიღი : 14-08-2015, 14:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების-დღნორისასა და საჩხეურას შორის ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო.

http://topnews.com.ge/photo/news/1439548979.jpg


ხიდის მშენებლობის პროცესს ადგილობრივებთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და გამგებლის მოადგილე გენადი ბალანჩივაძე გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მისცეს კაპიტალური ხიდის პროექტის შესახებ და სხვა პრობლემების მოგვარებასაც დაპირდნენ.

სოფელი დღნორისა და საჩხეური განსაკუთრებული ისტორიით და ხასიათით გამოირჩევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სოფლებს შორის. ადგილობრივებს ორ სოფელს შორის დამაკვშირებელი ხიდის პრობლემა ათეული წლების მანძილზე აწუხებთ. წინა საუკუნის ხიდს მდინარე ლაიშამ საძირკველი თითქმის მთლიანად გამოუღო და უმოქმედოდ დატოვა.

,,ჩვენი სოფლისთვის ამ ხიდს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ალბათ იმასაც მოვესწრებით, რომ მიკროავტობუსიც ამოვა და მოწესრიგებული მიმოსვლა ყოველდღიურობას გაგვიმარტივებს საჩხეურელებს. მადლობა ყველას, ვინც ამ სერიოზული საკითხის გადაწყვეტა ითავა,“ - ამბობს საჩხეურის სკოლის დირექტორი.

ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.


ნანახია: 2959-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი