ქუთაისში საგზაო ნიშნების დახაზვასა და შუქნიშნების მოწესრიგებაზე 85 522 ლარი იხარჯება
თარიღი : 14-08-2015, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში საგზაო ნიშნების დახაზვა მიმდინარეობს. საგზაო ნიშნები უკვე დამონტაჟდა ფოლკლორის სასახლესთან, გალაკტიონ ტაბიძისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე, წერეთლისა და მანდარიას ქუჩების კვეთაზე, ასევე აბაშიძისა და შარტავას ქუჩების გადაკვეთაზე. აღნიშნული პროექტი ასევე გულისხმობს გადასასვლელების, ღერძულა და წყვეტილი ხაზების გავლებას. ეს ვალდებულება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს „გლობალსერვისმა'' აიღო. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 85.522 ლარი დაიხარჯა. ქუთაისში საგზაო ნიშნების დახაზვა საგზაო უსაფრთხოების ნორმებისთვის, განსაკუთრებით კი ქვეითად მოსიარულეთათვის მნიშვნელოვანია.