Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"იმქვეყნიური ჯოჯოხეთი ჩვენ ვეღარ გაგვაკვირვებს, სისოცხლეშივე ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ"

თარიღი : 14-08-2015, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში 2013 წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შესახლებული 45 ოჯახი გასახლებას ითხოვს. ახალი ხელისუფლების დროს დევნილებისათვის გადაცემული ფართი, შესაძლოა ნებისმიერ დროს დაინგრეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ე.წ. გიფსო კარდონით არის აგებული და ნესტისგან მთლიანად დალპა. ასევე აყრილია იატაკი და ჭერიდან წყალი ჩამოდის.
"კედლები დალპა, ჭერიდან წყალი ჩამოდის, ონკანში წყალი არ მოდის, სახლში კიდევ ლეღვის ხეები ამოდის. ნებისმიერ დროს შეიძლება შენობა დაინგრეს, რადგან მთლიანი კორპუსი გიფსო კადრონით არის გაკეთებული. სახლის გასაღები კამერების წინ მაშინდელმა მინისტრმა დათო დარახველიძემ რომ მომცა, მაშინვე სახლში ავედი და ონკანი, რომ მოვუშვი წყალი არ წამოვიდა, ვიფიქრე ახლავე ჩავალ და ვეტყვი-თქო, მაგრამ კამერების წინ პოზიორობა უკვე დასრულებული ჰქონდა და წასული დამხვდა,"- აცხადებს კორპუსის მკვიდრი.

დევნილებისათის საცხოვრებლად გადაცემული უვარგისი კორპუსი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ერთადერთი პრობლემა არ არის. კორპუსთან ახლოს ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობაა, რომელიც დანგრეულია, ნანგრევებზე კი ეკალ-ბარდებია ამოსული.

"სახლში გველები, ვირთხები და მწერები ისე შემოდიან, თითქოს და არაფერი. იმქვეყნიური ჯოჯოხეთი ჩვენ ვეღარ გაგვაკვირვებს, სისოცხლეშივე ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ,"- აცხადებენ დევნილები.

ლტოლვილთა განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში დევნილების საცხოვრებელი კორპუსიდან ქირით გაყვანა მოხდება, შენობას კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რაც შეეხება გვერდით მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ყოფილ შენობას, მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი შენობა ამჯერად ადგილობრივ ხელისუფლებას გადმოეცა და ობიექტის დემონტაჟი აგვისტოს ბოლომდე განხორციელდება.

"იმქვეყნიური ჯოჯოხეთი ჩვენ ვეღარ გაგვაკვირვებს, სისოცხლეშივე ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ"


ნანახია: 2578-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცხრასართულიან კორპუსში შესახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, ოთახებში სახურავიდან წყალი ჩადის,
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში,
კორპუსში შესახლებული 40-მდე ოჯახის თქმით, სარდაფები წყლით არის სავსე, რის გამოც სისტემატიურად ქვეწარმავლები და მღრნელები ამოდიან
წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა ლტოლვილთა და განსახლები მინისტრმა სოზარ სუბარმა
20 წელზე მეტია, ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ
თერჯოლაში 44 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გოგი

ამინდი