"გუბაზის ოცნება ნამდვილად ახდა," -ქუთაისის მაჟორიტარს ლექსს უძღვნიან


ამგვარი ფოტოსურათით აქვეყნებს სოციალურ ქსელში პედაგოგი და პედაგოგთა უფლებადამცველი ლელა აბშილავა საკუთარ ლექსს, რომელიც ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს ეძღვნება.
"გუბაზი ასეთ ცხოვრებას გვპირდებოდა,
გვჯროდა ჩვენი მაცივრებიც ასე გაივსებოდა.
გუბაზის ოცნება ნამდვილად ახდა,
ამიტომაც ვერასგზით ვერ გახდა!",- წერს აბშილავა.
პედაგოგი ამბობს, რომ ის იმ პარტიის წევრია, რომლის თავმჯდომარეც თავად გუბაზ სანიკიძეა.
"ეს ფაქტი ყველა ჩემმა ნაცნობმა იცის, მათ შორის "ფორუმელებმა" ანი მიროტაძის ჩათვლით. დეკემბერში რის ვაი–ვააგლახით შევხვდი სანიკიძეს და ძალიან უხეშად მომექცა.მე "ქართული ოცნების" ერთგული ამომრჩეველი ვარ, მაგრამ თუ ამან ისევ კენჭი იყარა, ხმას არ მივცემ. გული დამწვიტა კაცმა, რომელსა 2007 წლიდან გვერდში ვედექით მთელი ოჯახი რისკის ფასად და მერე თურმე საერთოდ არ ვახსოვართ არც მე და არც ჩემი შვილი, რომელიც 5 თვე მის მობილურ ჯგუფში იყო და მუს ზურგს იცავდა," - ამბობს ლელა აბშილავა.