"40 გრადუს სიცხეში უწყლოდ გვახრჩობენ,"–ქუთაისის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება
თარიღი : 12-08-2015, 20:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მოსახლეობის უმრავლესობას სასმელი წყალი არ მიეწოდება.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სასმელი წყალი მათ ონკანებში დღეს არ ყოფილა.
"40 გრადუს სიცხეში რომ სასმელი წყალი არ გექნება. უწყლოდ გვახრჩობენ და მიზეზი არ ვიცით. კაცი რომ შეწუხდეს და მოსულიერება გინდოდეს, ონკანში წვეთი წყალი არ მოდის,"– აცხადებენ ადგილობრივები.
Topnews.com.ge საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა. ადგილზე მოსახლეობისათვის სსმელი წყლის მიწოდების შეზღუდვის მიზეზებს არ განმარტავენ, თუმცა აცხადებენ, რომ ქუთაისის მოსახლეობას წყალმომარაგება ნახევარ საათში აღუდგება.