Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიგლა აგულაშვილმა იმერეთის მღვიმეები დაათვალიერა (ფოტოები ადგილიდან)

თარიღი : 12-08-2015, 18:36 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმერეთის მღვიმეებს სტუმრობდა.
მინისტრმა ოკაცეს კანიონის ტურისტული მარშრუტი დაათვალიერა და ტურისტებს გაესაუბრა.
მინისტრმა ისაუბრა ახალი სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე, რაც საშუალებას მისცემს ოკაცეს კანიონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავლის მიღების წყარო, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ოკაცეს კანიონში მოწყობილია კილომეტრამდე სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკი და გადასახედი პლატფორმა. აქვე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი და ინტერნეტ - კაფე. ეზოში მოეწყო ეკოსაგანმანათლებლო ამფითეატრი, გაკეთდა ქვით მოკირწყლული ბილიკები.

ცნობისთვის ოკაცეს კანიონის პროექტი 2014 წლის სექტემბერში დასრულდა და მისი ღირებულება 4 მილიონ 850 ათასი ლარია.

გიგლა აგულაშვილმა  იმერეთის მღვიმეები დაათვალიერა (ფოტოები ადგილიდან)

გიგლა აგულაშვილმა  იმერეთის მღვიმეები დაათვალიერა (ფოტოები ადგილიდან)

გიგლა აგულაშვილმა  იმერეთის მღვიმეები დაათვალიერა (ფოტოები ადგილიდან)


ნანახია: 2729-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოკაცეს კანიონის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ოკაცეს კიდული ბილიკი, გაისეირნონ და დაისვენონ დადიანების ტყე-პარკის
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.

ამინდი