Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ისტორიული ძეგლების დამაკავშირებელი საბაგირო პროექტის განხორციელებაზე მუშაობენ

თარიღი : 12-08-2015, 10:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბაგიროების პროექტის განსახორციელებლად მოლაპარაკებები ფრაგნულ კომპანია Poma-სთან დაიწყო. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიასთან პირველი თემატური ურთიერთობა შედგა და ახლა უფრო კონკრეტულ საკითხებზე დაიწყება საუბარი.

„მოლაპარაკებებს იმ კომპანიასთან ვაწარმოებთ, რომელიც ამჟამად თეთნულდის საბაგირო ქსელის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. პროექტის გრანდიოზულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სესხის აღების შესაძლებლობასაც კი განვიხილავთ. ეს წელს ალბათ ვეღარ მოეწსრება რადგან მას დროში მეორე მასშტაბურმა პროექტმა დაასწრო, რაც ქუთაისის ცენტრალური შემოსასვლელისა და ნიკეას ქუჩის კომპლექსურ რეაბილიტაციას გულისხმობს. ამისათვის 7 500 00 ლარია აუცილებელი" - განმარტავს დვალი.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი როგორც ნიკეას, ასევე მისგან გამავალი ყველა გადამყვანი გზის რეაბილიტაციას მოიცავს.

„ეს ოდნავადაც არ ცვლის ჩვენს გეგმებს საბაგირო პროექტთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ კომპანიასთან კომუნიკაცია დადებით შედეგამდე მივა. სახელმწიფოც გვერდით დაგვიდგება და ეს ქალაქისთვის მართლაც საუკუნის პროექტი შედგება" - აცხადებს დავით დვალი.

ქუთაისში ისტორიული ძეგლების დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტის განსახორციელებლად ქალაქის თვითმმართველობაში რამდენიმე თვეა მუშაობენ. პროექტის კომერციული ნაწილი ჯერ კაპიტალურად დათვლილი არ არის, თუმცა ეს თანხა დაახლოებით 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება. პროექტი ისტორიული ძეგლების, ბაგრატის, მოწამეთასა და გელათის დაკავშირებას მოიცავს.

commersant.ge


ნანახია: 3480-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამდენიმეთვიანი მუშაობის მიუხედავად მოლაპარაკებები ადგილობრივ თვითმმართველობასა და კომპანიას შორის საწყის ეტაპზეა.
პროექტი მდინარე რიონის აუზში ბუნებრივი ძეგლების შესწავლა პოპულარიზაციის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიხედვით პირველი მასშტაბური
ჭიათურის საბაგიროების რეაბილიტაციის გამო ერთ-ერთი ოჯახის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.

ამინდი