"განცხადება დაწერე, ნაციონალების დრო წავიდაო," -რითი აშინებენ აკაკი ბობოხიძის რძალს?

ხონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის რძალი ხათუნა ბახტაძე საკუთარი უფლების დასაცავად კვლავ სასამართლოს მიმართავს.
ბახტაძის ადვოკატის რობიზონ ხურცილავას განცხადებით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხათუნა ბახტაძეს (რომელიც თანამდებობიდან ერთხელ უკვე გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლომ აღადგინა) განცხადების დაწერასა და სამსახურიდან აიძულებენ.
"თხოვენ განცხადება დაწერე, "ნაციონალების" დრო წავიდაო. არ წერს განცხადებას. საყვედური გამოუცხადეს და ეს გვაქვს გასაჩივრებული სამტრედიის რაიონულ სასამართლოში. დაპირდენ, ყოველდღე შემოწმებებით მოგაძულებთ თავს, საყვედურებს გამოგიცხადებთ და მაინც გაგიშვებთო. ყოველდღე დადიოდნენ შემოწმებაზე და ვერაფერი ქნეს. საყვედური გამოუცხადეს დილით 9 საათზე რატომ არ იყავი სამსახურშიო, როდესაც ამ დროს შემოწმებაზე იყო გასული მე-2 ბაღში და სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. მოვიგებთ პროცესს, რადგან ბრძანება უკანონოა," - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, სასამართლო სხდომა, რომელზეც ხათუნა ბახტაძის საქმე განიხილება, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, 12 აგვისტოს, 17:00 საათზე არის ჩანიშნული.