Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის რაიონის სოფელ პერევში მცხოვრებ ოჯახებს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

თარიღი : 11-08-2015, 11:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ ოჯახებს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.
სოფელ პერევში მცხოვრები 30-მდე ოჯახი სოციალური შემწეობის აღდგენას თვეებია ითხოვს, თუმცა მოსახლეობის თქმით, უშედეგოდ.

ადგილობრივების მტკიცებით, სოფელში მცხოვრები უმწეო ოჯახებისათვის სოციალური შემწეობის მოხსნა ბოლო ორი წელია, მასობრივად დაიწყო.

"მშიერები ვიხოცებით. საზღვრისპირა სოფელში ვცხოვრობთ, ისედაც შიშსა და ტერორში ვართ, ამათმა კიდევ სოციალური შემწეობა მოგვიხსნეს. ორი წელია, დავდივარ ადგილობრივ ხელისუფლებაში, ვითხოვ დახმარებას, თუმცა უშედეგოდ. ჩვენი სოციალური სამსახურის უფროსი, ალბათ მომივარდება და გამლანძღავს რატომ თქვი, რომ ყურადღებას არ გაქცევთო, მაგრამ აღარ მეშინია, უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ ადამიანების საქციელი", - აცხადებს შორენა იობაშვილი

საჩხერის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან. თუმცა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ოთარ ომიაძის თქმით, სოციალური შემწეობის აღდგენა ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.

„მართლაც არის ასეთი პრობლემა. თუმცა ეს ფაქტი არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ პერევის პრობლემად. ასეთი პრობლემებია თითქმის მთელ საჩხერეში. იმედია ამ ადამიანებს მალე არუდგება შემწეობა ", - აცხადებს საჩხერის გამგებლის მოადგილე ოთარ ომიაძე.

იმერეთის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელის ნინო ჭიღლაძის თქმით, ადამიანებს, რომლებსაც სოციალური შემწეობის შეჩერებიდან ერთი წელი გაუვიდათ, მათ უფლება აქვთ, რომ სოციალურ სამსახურს ქულების გადამოწმების მიზნით მიმართოს.

"ოჯახებს უფლება აქვთ მომართონ სააგენტოს ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ გადამოწმების თაობაზე. მაგრამ ერთი წლის გასვლამდე გადამოწმება შეუძლია მოითხოვოს იმ ოჯახებმა, სადაც არის დემოგრაფიული ცვლილება, მისამართის შეცვლა, ან ლეგალური შემოსავლის დაკარგა, ან თუ კი არის ისეთი გარემოება რაც ცვლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ გარემოებას,"- აცხადებს იმერეთის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე.


ნანახია: 2722-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მშივრები ვიხოცებით. საზღვრისპირა სოფელში ვცხოვრობთ, ისედაც შიშსა და ტერორში ვართ, ამათმა კიდევ სოციალური შემწეობა მოგვიხსნეს.
ამ ეტაპზე სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა შორის მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახები ჭარბობენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრმა რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლიგიით
2010 წელს ოჯახს სოციალური შემწეობა გაზრდილი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყვიტეს. მას შემდეგ კი ხაზარაძეები დახმარების შეწყვეტის
87 წლის ჟენია ჯიშკარიანს სოციალური შემწეობა სექტემბრის თვიდან აღუდგება და მას განაცდური თანხაც აუნაზღაურდება.

ამინდი