"ხალხი ენდობა რუსთავი 2"-ს- აქცია ქუთაისში

არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრ მედიატორი"-ს წევრებმა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ის მხარდამჭერი აქცია გამართეს. "ხალხი ენდობა რუსთავი 2"-ს, ორგანიზაციის წევრები აქციაზე აღნიშნული სლოგანით შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები სასამართლოს მიერ ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებას ხელისუფლების მიერ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლად თვლიან.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, რუსთავი 2 ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც მოვლენებს ობიექტურად აშუქებს და რომელიც ხელისუფლებას არ მოსწონს.
"საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას რუსთავი 2, მიუხედავად იმისა მას მოსწონს თუ არა ეს არხი, რადგან ეს არის არა რუსთავი 2-ის, არამედ ჩვენი დადუმება. რადგან ჩვენ ამ საქციელით გვიზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას," - აცხადებს აქციის მონაწილე ხატია ბაღიშვილი.