იმერეთში ინოვაციის ცენტრების შესაქმნელად ადგილების შერჩევა მიმდინარეობს
თარიღი : 10-08-2015, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
სააგენტოს წარმომადგენლებმა იმ ახალი პროექტის შესახებ წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელიც ინოვაციების ცენტრების შექმნას გულისხმობს. პროექტის მიზანს ინფორმაციული ტექნოლოგიების, დისტანციური სწავლებისა და დასაქმების დანერგვით, ასევე მეწარმული უნარების განვითარებით საქართველოს მოსახლეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება წარმოადგენს.
ინოვაციების ცენტრებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და დისტანციურ სწავლებასთან. დაწესებულებებში საერთო სამუშაო სივრცეც შეიქმნება, სადაც მეწარმისა და სტუდენტის, გლეხისა და სტუდენტის და სხვათა დაკავშირება მოხდება.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში იმ ადგილების შერჩევა მიმდინარეობს, სადაც ინოვაციის ცენტრები შეიქმნება. ასევე, ხორციელდება რეგიონული საჭიროებების იდენტიფიცირება და პოტენციალის შესწავლა ხდება. პროექტის განხორციელებაში სამოქალაქო სექტორი და არასამთავარობო ორგანიაციები აქტიურად იქნებიან ჩართულები.