Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში, დაბალი ეკონომიკური აქტივობის რაიონებში 50 ახალი საწარმო შეიქმნება

თარიღი : 10-08-2015, 14:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და 11 – ვე მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა.

თათბირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ამ ეტაპზე იმერეთში ექვსი მსხვილი პროექტი მიმდინარეობს: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, აგროდაზღვევა, ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი და დანერგე მომავალი. შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსება იმერეთში 824 – მა ფერმერმა და საწარმომ მიიღო, ხოლო გაცემული სესხების რაოდენობამ 26 841 198 ლარი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის მე–3 კომპონენტის ფარგლებში კი 11 საწარმო ამოქმედდა. იმერეთის რეგიონში 99 სხვადასხვა მიმართულების და საქმიანობის კოოპერატივი ფუნქციონირებს.

2013–2015 წლებში ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, იმერეთში 39 109 ჰა მიწის ფართობი მოიხნა და 38 403 ჰა დაითესა. გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი კი დაბალი ეკონომიკური აქტივობის რაიონებში 50 ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნასა და უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაციას გულიხსმობს.

აღნიშნული შეხვედრის მიზანს იმერეთის მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული სამთავრობო პროგრამების შესახებ ინფორმაციის დონის გაზრდა წარმოადგენს. რადგან, ადგილობრივებმა მიმდინარე პროგრამებით უფრო ეფექტურად და ეფექტიანად ისარგებლონ.


ნანახია: 2397-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წინასწარი მონაცემებით, დახმარებას იმერეთის 163 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს
პროექტით, რომლის ბიუჯეტი 90 მილიონი ლარია, დაახლოებით 800 ათასი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს იმერეთის რეგიონში164 292 ფერმერი ისარგებლებს.
სოფლის მეურნეობის პროგრამები, სოფლის განვითარების ახალი სტრატეგია, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები - სწორედ ამ საკითხებით მიდის
სოფელ ბზვანში დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას საფუძველი იმერეთის ვიცე-გუბერნატორებმა, პარლამენტის წევრმა დავით

ამინდი