ნათელაშვილი: ივანიშვილი შუშის სასახლიდან და სააკაშვილი თვითმფრინავიდან ვერ ჩამოვიყვანე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი დღეს იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა. ნათელაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ტყიბულისა და ბაღდათის მოსახლეობასთან გამართა.
ნათელაშვილი მოსახლეობას ბაღდათის სოფელ დიმში შეხვდა, სადაც თავისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ამომრჩევლებს რუსეთთან უვიზო რეჟიმის აღდგენას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, უფასო ჯანდაცვას, განათლებასა და მაჟორიტარის ინსტიტუტის გაუქმებას ჰპირდება.
შალვა ნათელაშვილმა აქვე პრემიერს დაპირებების შესრულებისა და იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა დახმარებისაკენ მოუწოდა.
„ივანიშვილი შუშის სასახლიდან ვერ გამოვიყვანე და სააკაშვილი თვითმფრინავიდან ვერ ჩამოვიყვანე,“ - განაცხადა ნათელაშვილმა სოფელ დიმში.