Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქართული ოცნების" დეპუტატის მიმართვა საზოგადოებას: ისარგებლეთ ამ არაჩვეულებრივი პროექტით

თარიღი : 10-08-2015, 14:08 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი და პარლამენტის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე საზოგადოებას მიმართავს. დეპუტატი მოსახლეობას პროექტში "დანერგე მომავალი" მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოდებს და პროექტში ჩართვის მსურველ ნებისმიერ პირს კონსულტაციებს ჰპირდება.

ნიშნიანიძის თქმით, აღნიშნული პროექტი ერთი-ერთია იმ დაპირებებს შორის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ხალხს მისცა. როგორც დეპუტატი ამბობს, პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ნერგების ღირებულების 70 % -ს და სარწყავი სისტემის (თანაც წვეთოვანის) მოწყობის ღირებულების 50 %-ს.

http://topnews.com.ge/photo/news/1439201217.jpg


"დანერგე მომავალი'' არაჩვეულებრივი პროექტია, ეს სოფლის მცხოვრებთა დასაქმების უდიდესი წყაროა. წელს საექსპორტო პროდუქტებს შორის თხილმა საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა და თვით ღვინომასალებსაც კი გაუსწრო. მსოფლიოში თხილის წარმოებაში თურქეთი ლიდერობს, ჩვენ მეოთხე ადგილზე ვართ. თურქეთს გარდა იტალია და აზერბაიჯანი გვისწრებს, თუმცა არის საიმედო პროგნოზი, რომ 3-4 წელიწადში მესამე ადგილზე გადავინაცვლებთ და აზერბაიჯანს გავუსწრებთ. ამის კარგი შანსი გვაქვს. საქართველოში ამ მხრივ სამეგრელო პირველობს, თუმცა სხვა რეგიონებსაც აქვთ კარგი შანსი განავითარონ თხილის კულტურა, მათ შორის უპირველესად იმერეთს. ჩემს რაიონში, თერჯოლაში ამ მხრივ უამრავი აუთვისებელი ფართობია, ცოტა გაუბედავობა მოეძალა ჩვენს ხალხს, ცოტაც სიზარმაცე, არადა რა კარგი შანსია გქონდეს გარანტირებული შემოსავალი ნაკლები დანახარჯებით, მგონი გაჭირვებით, მაგრამ მაინც დავძარი ჩემი მეზობლები ჭოგნარში, ახლა აქეთ მეხვეწებიან დაგვეხმარეო. ვთხოვ ყველას, ისარგებლონ ამ არაჩვეულებრივი პროექტით, უსარგებლონ სახელმწიფო დახმარებით, სრულიად უანგაროდ ვპირდები ყველას კონსულტაციებს, შუამდგომლობებს, არ დავინანებ დროს, ენერგიას ოღონდაც კი გადაწყვიტოთ საქმის დაწყება, იჩქაროთ უნდა, რადგან ნიადაგს და მთლიანად ტერიტორიას მომზადება უნდა შემოდგომისათვის რათა ამ დროს უკვე ბაღი მომზადებულ, განაყოფიერებულ, დამუშავებულ და შემოკავებულ ადგილას იქნას გაშენებული. ეს პროექტი სწორეფ ერთი იმ დაპირებათაგანია რაც ქართულმა ოცნებამ მისცა ხალხს, სოფლის მცხოვრებლებს და უსრულებს კიდეც. მიიღეთ ეს სიკეთე თქვენთვის და სრულიად ქვეყნისათვისაც, ღმერთმა გაგახაროთ და ბაღი გაგიხაროთ," - აცხადებს დეპუტატი.


ნანახია: 2853-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ომარ ნიშნიანიძის თქმით, ის მზად არის, „ქართული ოცნების“ მუშაობაში ჩაერთოს და სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მეორე ტურში
მოცვის ბაღი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 'ქართული ოცნების' სახელით ელოდება,
"ქართული ოცნების" დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე გიორგი ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას ეხმაურება.
ნიშნიანიძის თქმით, პროექტის ავტორს ბიძინა ივანიშვილს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების ადგილად თავის დროზე ქუთაისი ჰქონდა

ამინდი