Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფლების მოსახლეობაში წიგნების პოპულარიზაციის საქმეში პატრიარქმა მრევლს დახმარება სთხოვა

თარიღი : 10-08-2015, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
პროექტის "მოსიარულე ბიბლიოთეკა – წიგნი ყველა სოფელს" მეორე ეტაპი დაიწყო. 9 აგვისტოს, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან სპეციალური ავტობუსი, წარწერით "მოსიარულე ბიბლიოთეკა" რაჭის მიმართულებით გაემგზავრა . სამების ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პროექტის დაწყება დალოცა და "მოსიარულე ბიბლიოთეკას" წიგნები გადასცა.

"რეგიონებში მიგვაქვს წიგნები. ვისაც ზედმეტი წიგნები გაქვთ, თუ შეგიძლიათ შემოგვწირეთ და ჩვენ მათ რაიონებში გავანაწილებთ", - მიმართა პატრიარქმა მრევლს.
"წიგნი ყველა სოფელს" არასამთავრობო და ბიზნესექტორის, სახელმწიფოს, საპატრიარქოს ერთიანი ძალისხმევითა და ორგანიზაცია "სტუდენტური ერთიანობისა" და ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით ხორციელდება. პროექტი რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლოებაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზდრობის განვითარების ფონდის, "ვისოლ ჯგუფის", საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, "პალიტრა L"-ის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდამჭერით რაჭის რეგიონში არსებული ათამდე ბიბლიოთეკა 2 000-მდე ახალი წიგნით მომარაგდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წიგნების შეგროვების პროცესი მთელი თბილისის მასშტაბით. სპეციალური ყუთები განთავსებულია "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ "სმარტის", ამერიკული რესტორნების ქსელ "ვენდის" და "დანქინ დონატსის" რესტორნებში, ყუთები განთავსებულია ასევე შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშუეთის ტაძარი და დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი.

ipn.ge


ნანახია: 2150-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა, შემდეგ
კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ და ერთად არიან, - ამის შესახებ
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მართლმადიდებლური ეკლესია, დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. პატრიარქმა, წინა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა
ილია მეორემ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ბედნიერი აღდგომის გათენება უსურვა.

ამინდი