ბაბუშერას ტრაგედიის ორი მებრძოლის ნეშტი იმერეთის რეგიონში დაკრძალეს
თარიღი : 9-08-2015, 10:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ბაბუშერას სამარხის გახსნის შემდეგ იდენტიფიცირებულთა ორი ნეშტი სამების საკათედრო ტაძრიდან იმერეთის რეგიონში გადაასვენეს.
ემზარ თუთისანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრატის ტაძარში ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინა. ღვთისმსახურებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგვიანებით ემზარ თუთისანის ნეშტი ქუთაისის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპულის ხსოვნას საგანგებო ზალპით მიაგეს პატივი.
ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული ამირან გეგეშიძის ნეშტი კი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგანში სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიალზე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და სარდლობის შტაბის წარმომადგენლები.
სამხედრო პატივით დაკრძალვამდე, ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ნეშტის სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ასევე მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.