„ეროვნული ფორუმის" ქუთაისის წევრებმა დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს
თარიღი : 8-08-2015, 22:57 | კატეგორია: ---

„ეროვნული ფორუმის“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პარტიის ახალგაზრდულის ფრთის წევრების თქმით, გარდაცვლილი სამხედროები გმირები არიან, რომლებაც საქართველოს მთლიანობას თავი შეწირეს.
„ეს იყო ომი, რომელმაც შეიწირა უამრავი ჩვენი თანამემამულის სიცოხლე. სამოქალაქო პირის და იმ გმირების სიცოცხლე, რომელთა პატივსაგებათაც დღეს მთელი საქართველო გაერთიანდა. ისინი ჩვენი საქართველოს თანამედროვე გმირები არიან.
ამ ადამიანებმა თავი გაწირეს სამშობლოს ერთიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, მათ ბრწყინვალე მაგალითი აჩვენეს თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში,"- განაცხადა "ეროვნული ფორუმის" წევრმა მერაბ მანაგაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ქუთაისიდან 9 მებრძოლი დაიღუპა.
[img=left]https://www.youtube.com/watch?v=3VA4rTzO4sE[/img]