აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 1000-1000 ლარი გადასცეს
თარიღი : 8-08-2015, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ქვეყნის სხვა ქალაქების მსგავსად, 2008 წლის აგვისტოს ომის 7 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ ყვავილებით შეამკეს.
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ.
მემორიალთან დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
2008 წლის აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
,,საქართველო არასოდეს დაივიწყებს თავის ნამდვილ გმირებს. ბიჭებს, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ ყველაზე მთავარი გაიღეს სამშობლოსთვის, გმირულად დაიღუპნენ,“ - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი.
დღესვე ქალაქის ხელისუფლებამ დაღუპილთა ოჯახებს 1000 -1000 ლარი გადასცა.