გიორგი ვაშაძე ხონის საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდებს შორის ჩხუბს არ ადასტურებს
თარიღი : 8-08-2015, 00:20 | კატეგორია: ახალი ამბები

"ხონში გიორგი ვაშაძის მიერ მოწყობილი ახალგაზრდული ბანაკიდან, დაშავებულები საავამდყოფოში გადაჰყავთ,"-აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ხონში „ინოვაციების და განვითარების ფონდის“ მიერ მოწყობილ საზაფხულო ბანაკში ინცინდენტი მოხდა, პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე არ ადასტურებს.
როგორც დეპუტატმა განაცხადა ბანაკში მცირე შელაპარაკებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, სერიოზული არაფერი ყოფილა.
"ახლა ვარ ბანაკში. მშვიდი სიტუაციაა. მცირე შელაპარაკება კი იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. ახალგაზრდებთან ერთად ვარ და დისკოთეკის დაწყებას ველოდები. არავითარი ჩხუბი არ ყოფილა. მითუმეტეს, საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ", - განაცხადა ვაშაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით ბანაკში, რომელიც სოფელ გორდშია და სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს სხვადასხვა რაიონიდან ახლგაზრდობა ჩაყავთ, დღეს მასიური ჩხუბი მოხდა. ვრცელდებოდა, ასევე, ინფორმაცია დაშავებულებზეც, რომლებიც საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილნი და ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატი ვაშაძე, რომელიც ცდილობდა სიტუაციის დარეგულირებას.
საზაფხულო ბანაკში ჩხუბის შედეგად შეყვანილი პაციენტების შესახებ ინფორმაცია არც ხონის ჰოსპიტალში დაადასტურეს. როგორც ჰოსპიტალში განგვიცხადეს, საზაფხულო ბანაკიდან მათთან არავინ შეუყვანიათ.