Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ მამიდას ქუთაისის სასამართლომ 13 წელი და 6 თვე მიუსაჯა

თარიღი : 6-08-2015, 19:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლის ლიზი შენგელიას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მზია გელაძე დამნაშავედ სცნო და 13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს, სამტრედიის რაიონის სოფელ ნინუაკუთხეში, მზია გელაძემ ნათესავის - ლელა ახალაძის ოთხი წლის შვილი - ლიზი შენგელია წაიყვანა თავისთან სახლში, რასაც მანამდე არაერთხელ ჰქონია ადგილი. დღის განმავლობაში ლიზი შენგელია თამაშობდა მზია გელაძის ეზოში, საღამოს კი ამ უკანასკნელმა დააძინა ბავშვი თავის საძინებელ ოთახში, რის შემდეგაც დაახლოებით 22 საათზე მძინარე ლიზი შენგელიას პირზე ხელის დადებით განზრახ მოუსპო სიცოცხლე.

ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. დანაშაული რამდენიმე დღის მანძილზე გაუხსნელი იყო. ჩატარებული ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობა მზია გელაძემ ჩაიდინა. იგი სამართალდამცველებმა 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა.


ნანახია: 2053-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის რაიონში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ.ხ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებთან კონფლიქტის
დიმიტრი ჯიჭონაია პატიმართა მიმართ განხორციელებულ ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო და 6 წლითა და 9 თვით
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის

ამინდი