Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოზარ სუბარი და სტივენ ჰეიკინი ხონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ

თარიღი : 6-08-2015, 17:16 | კატეგორია: ახალი ამბები   
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ხონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.
სოზარ სუბარმა მათ საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
დევნილებთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.
ხონში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი, სიმბოლურ ფასად-1 ლარად, უკვე დაუკანონდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის ფარგლებში, დაკანონების პროცესი გრძელდება. 2015 წლის სექტემბრამდე, საცხოვრებელი ფართი ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს დაუკანონდება.
დაკანონების პროცესის პარალელურად, 2015 წლის თებერვალში ენერგეტიკის სამინისტრომ ხონის სამხედრო დასახლების სრული გაზიფიცირება მოახდინა.
დღესვე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, სტივენ ჰეიკინმა კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დევნილ ოჯახებს გაზის გამათბობლები გადასცა.
USAID-ის დაფინანსებით გაზის გამათბობლები 450 ოჯახში დამონტაჟდება, გარდა ამისა, დასახლებაში მოეწყობა ახალი სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის და სპორტული მოედანი.


ნანახია: 884-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში,ახალაშენებულ კორპუსებში ბინა ჯამში 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
სამინისტრო ჭიათურაში, სანატორიუმის შენობაში მცხოვრები 8 დევნილი ოჯახისთვის, კერძო კომპანიის თანადაფინანსებით, საცხოვრებელ სახლებს
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრინა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ
ბინებს წყალტუბოში მცხოვრები დევნილებიც მიიღებენ.
სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ეპიცენტრი ქუთაისის ისტორიული უბანია, სადაც ერთი დღით ისტორია გაცოცხლდა და ქალაქი 'ცისფერყანწელთა'
ქუთაისის მერმა დღეს 5 საპატიო ქუთაისელი მიიღო და თითოეულ მათგანს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი

ამინდი