Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში არსებული 35-ვე საბავშვო ბაღის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს

თარიღი : 6-08-2015, 15:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული 35-ვე საბავშვო ბაღის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფილიალის გათავისუფლებული ხელმძღვანელების თქმით, მათ ბაღების გაერთიანებული ხელმძღვანელისგან დღეს შეიტყვეს, რომ ისინი თანამდებობებზე აღარ რჩებიან.

ყოფილი ხელმძღვანელები, მათი გათავისუფლების მიზეზად თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს ასახელებენ, რადგან ისინი 4 წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლბაში ყოფნის დროს დაინიშნენ.

„ჩვენ 4 წლის წინ დაგვნიშნეს ამ თანამდებობზე. სწორედ ამიტომ ქუთაისის მერიას სურს „ნაციაონალების“ ხელისუფლების დროს დანიშნული კადრი გაათავისუფლონ. სხვა მიზეზს ჩვენ ვერ ვხედავთ. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, რომ ვუთხარი თუ რატომ გაგვანთავისუფლეს, პასუხად მითხრა - იმიტომ. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და აუცილებლად სამართლებრივად მოვითხოვთ თანამდებობაზე აღდგენას“, - აცხადებენ დირექტორები.

ბაღების გაერთიანებაში კი აცხადებენ, რომ დირექტორების გათავისუფლება რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა და ამ ქმედებებს პოლიტიკური საფუძველი არ ჰქონია.


ნანახია: 5662-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული ხელმძღვანელების თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვს.
ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სამსახურში კაკურიას აღდგენა-არ აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია დასრულდა.
ბაგა-ბაღების დირექტორებმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზემოთაღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
არსებული ინფორმაციით, პაქსაძე თანამდებობიდან საკუთარი სურვილით მიდის.

ამინდი