"თუ 45 გრადუსიან სიცხეში სამუშაო პირობების შექმნა მოვითხოვე, ეს კომფორტია?

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე ქალაქის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, ზვიად ჯავახიას პასუხობს. ჯავახიას განცხადებით, ქათამაძე კომფორტს იქმნის, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას კონდიციონერი შეაძენინა. აღნიშნული ადგილობრივ ბიუჯეტს ჯამში 650 ლარამდე დაუჯდა, ხოლო თანხის მობილიზება მერიის ადმინისტრაციული ხარჯებიდან მოხდა.
"მე, ნატო ქათამაძე, ის დეპუტატი ვარ ქუთაისის საკრებულოში, ვინც არათუ კომფორტს, ხელფასსაც კი არ ვიღებ, სხვა ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით (პოზიცია-ოპოზიცია) რომლებიც ხელფასებთან ერთად პრემიებსა და დანამატებს იღებენ. სხვათაშორის, ბიუჯეტის ფულით არც ლეპტოპი და მობილური ტელეფონები მომითხოვია მავანისა და მავანის მსგავსად და არც სხვა სარგებელი მიძებნია. ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვემსახურები ჩემს ამომრჩეველს და თუ 45 გრადუსიან სიცხეში სამუშაო პირობების შექმნა მოვითხოვე, ეს კომფორტია???
მთელი საკრებულო დაცლილია, შვებულებებში არიან, მე ვზივარ, ვმუშაობ და არც ვისუნთქო?
რაც შეეხება ზვიად ჯავახიას კომენტარს, მის მაგივრად ძალიან მრცხვენია, ეს უმრავლესობის ადმინისტრაციის უფროსისი განმარტება კი არა ჩასაფრებული ოპოზიციონერის განცხადებას უფრო გავდა, თუმცა არც მიკვირს, როცა მე 9 წელი წინა ხელისუფლების ოპოზიცია ვიყავი, მაშინ ზვიადი მათი ნაწილი იყო. დღეს კი," - აცხადებს ქათამაძე.
ცნობისთვის, ნატო ქათამაძე ქუთაისის საკრებულოში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.