სამტრედიაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად სისხლი გაიღეს

სამტრედიაში დაახლოებით 50 ადამიანმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სისხლი უანგაროდ გაიღო. იაშვილის კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკის თანამშრომელთა მობილური ჯგუფის სამტრედიაში ჩასვლის იდეა მუნიციპალიტეტის მკვიდრს, 28 წლის დავით ხაჟალიას გაუჩნდა, რომლის 7 წლის შვილი ამჟამად იაშვილის სახელობის კლინიკაში, ნეიროლეიკოზის დიაგნოზით მკურნალობს.
,,იმ ბავშვებს, რომლებიც ჩემს შვილთან ერთად კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიან, პერიოდულად სისხლის გადასხმა ესაჭიროებათ. ძალიან გვეხმარება იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკი, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა მშობლებს დონორები საძებნი ჰყავთ. ამიტომაც გამიჩნდა იდეა იაშვილის კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკთან კონსულტაციების შემდეგ, სამტრედიელებსაც გაეღოთ სისხლი, უანგაროდ. ეს წინადადება მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ მომიწონა და მისი მხარდაჭერით ტარდება ეს აქცია. ამ გზით ჩვენ მოვახერხებთ მინიმუმამდე დავიყვანოთ იმის ალბათობა, რომ ბავშვებს სისხლი არ ჰქონდეთ,“- აცხადებს ხაჟალია.
,,იმ სისხლით, რასაც მოსახლეობა გვაბარებს, ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და არა მარტო მათ. ჩვენთან მოსული დონორის ჯანმრთელობა დგინდება წინასწარი გამოკითხვის შედეგად. სისხლს შემდგომში ვამოწმებთ, ვადგენთ ჯგუფს, რეზუსს და ვარგისიანობის შემთხვევაში ვიყენებთ. სტანდარტული ციფრი თუ რა რაოდენობის სისხლი სჭირდება თითოეულ ბავშვს, დადგენილი არ არის, თუმცა ეს შესაძლებელია კვირაში ორჯერაც გახდეს საჭირო. სახელმწიფო პროგრამის ,,გაიღე სისხლი ბავშვების გადასარჩენად“ ფარგლებში ჩვენ დავდივართ სხვადასხვა ადგილებში. სწორედ მსგავსი აქციაა დღეს სამტრედიაში,“- აცხადებს სისხლის ბანკის ექიმი–თერაპევტი თამარ ბებურიძე.
samtredia.com.ge