გელათის ქუჩის მოსახლეობამ გზა გადაკეტა
თარიღი : 5-08-2015, 20:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. ადგილობრივები ქუჩაზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ავტომობილები, რომლებსაც საფიჩხიის მიმართულებით ქვები გადააქვთ, გზასა და მათ საცხოვრებლებს აზიანებენ.
აქციის მონაწილეებს ვიცე–მერები შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, გელათის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა 6 აგვისტოდან აღარ იქნება, რადგან ქუჩაზე გზის საფარის დაგების სამუშოები იწყება.
ცნობისთვის, გელათის ქუჩაზე გზის, სანიაღვრე და წყლის სისტემების მოწესრიგება მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება გელათის ქუჩის პროექტს ერთ–ერთ მასშტაბურ პროექტს უწოდებს.